ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 25 692 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 310 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 382 PCR ტესტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ საელჩოში რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა.
ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.
სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა. „ნაძირალა პროვოკატორო, შე ნაბიჭვარო“ - ამ სიტყვებით მიმართა კობახიძემ მელიას. მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კობახიძემ ტერიტორია დატოვა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა. სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის სასროლეთზე დაესწრნენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.2 პროცენტით გაიზარდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 28 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 965 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 588 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.