თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა. შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშს.
„ENKA Renewables“-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურს აღარ ააშენებს.
თბილისის ზღვაზე ახალი უბანი - თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება და, ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი - ვარკეთილის მესამე მასივი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერობის კანდიდატ კახა კალაძის თბილისის მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია წარადგინა და დანარჩენი ხუთი პოლიტიკაც შეაჯამა.
„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიანდში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 29 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 852 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 946 PCR ტესტით.
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი, როგორც ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში გამოიკვეთა და იმ მედიაციის პროცესმა, რომელიც წარმართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.