მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას.
უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მეგის ქარდავა იმყოფებოდა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. ქარდავას ბრალს აეროპორტშივე წაუყენებენ, რის შემდეგაც მას რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათშისაქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამჯერად ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„ქართული ოცნების“ მრავალგზის დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მოვლენების უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც „არსად არ წასულა“.
არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ სიტუაციას, უნდა მივხვდეთ, რა ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს; თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.