ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.
„ნაციონალური მოძრაობის" და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
,,რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში - ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების მცდელობებიც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა. წვრთნების ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ პარტია ,,საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 17 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 442 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 750 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.