„ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს“, - განაცხადა ნინოწმინდის მერობის კადიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ანივარდ მოსოიანმა მისი წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ქალბატონმა ანივარდ მოსოიანმა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნინოწმინდაში, მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი ნონოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას და დაამატა, რომ ანივარდ მოსოიანი საქართველოში ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი “ქართუ” ახორციელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რადგან „მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოქალაქეების ნდობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს“.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.