ბათუმის შემოვლითი ახალი 14კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), აგრძელებს რა აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიურ მისიებთან, მათ პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე აქტივობების თაობაზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან,
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.
საქართველოს მთავრობა წყვეტს როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მგონი კითხვები არ არსებობს, ჩვენ განმარტება გავაკეთეთ და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს.
შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.