საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს.
ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით“.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.
დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები დეპუტატებმა 126 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მეტრო უნდა გაფართოვდეს და აუცილებელია ლილოს, რუსთავისა და დიდი დიღმის მიმართულებით მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო მანამ, სანამ, მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება გამართული.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლის 330 თუ 332 სკოლაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.