ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.
ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 28 025 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 263 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 762 PCR ტესტით.
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას“ სარაგბო არენაზე შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთელი პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია, კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გუშინ, „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.
სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ აქედან, რომ სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.
GUARDIAN.GE - ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები და ლუდვიგის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები წარმატების გზაზე არიან დაამტკიცონ, რომ SARS-CoV-2 წინააღმდეგ ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის მიღმა არსებულ ტექნოლოგიას კიბოს მკურნალობის პოტენციალი გააჩნია - საუბარია ახალი ვაქცინის განვითარებაზე, რომელიც კიბოს უმკურნალებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.