პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა და თქვა, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.
„გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს რიგითი მოქალაქეების ყოვედღიურ პრობლემებზე ზრუნვა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.
„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ“, განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.
სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
„ჩვენი ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქართული დიასპორა ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა აყვანილია ძალიან მაღალ ნიშნულზე“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.