ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და  უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

სრულად...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 184 ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 372 PCR ტესტით.

სრულად...

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სრულად...

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სრულად...

„რიონის ხეობის მცველებს“ და მათ მხარდამჭერებს თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ისინი ფილარმონიასთან რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ.

სრულად...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი