რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონო ღარიბაშვილი იქ, სადაც იყო. ამიტომ ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუკი ხელისუფლება მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება, ხოლო თუ პოლიცია ეცდება აქციის რომელიმე მონაწილის დაპატიმრებას, ან იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას თქვა, რომ საკითხების იმგვარად განხილვა, რომ ისინი არიან „ვაი პატრიოტები“ და არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არაადეკვატური შეფასებაა.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების 4-დღიანი წვრთნები ჩაატარა, რომელიც დღისა და ღამის პირობებში გაიმართა. მე-11 ქვეითი ბატალიონის ბრავო „ასეულის“ წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.
საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.
თბილისის მერი კახა კალაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით.
თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს შეეხებოდა.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით –, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 098 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.