პრეზიდენტის ადმინისტრაცია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე - „ჰიგიენურ საშუალებებსა (ტუალეტის ქაღალდებსა და საპონზე)“ და საპროტოკოლო ხარჯებთან დაკავშირებით შენიშვნებს არასერიოზულად მიიჩნევს.
საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.
ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ ასტრაზენეკას წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული "დარტყმა" პოლიტიკური მოტივაციით არის გაპირობებული. ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომად 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელის ზომა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამ მხრივ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.