საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას, თუმცა, უნდა დაელოდონ ექსპერტების დასკვნას, რადგან არ არის გამორიცხული, ამგვარი გართულების მიზეზი სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა იყოს.
საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის გ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.
დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ვსაუბრობ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.
ახალციხეში „ასტრაზენაკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.როგორც „რუსთავი 2-ს“ მედიკოსებმა განუცხადეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა და განმარტა, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნებია არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი მკვლელია, ჯანმრთელობა უსურვა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 მარტს რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩს გამართავს. „ბორჯღალოსნები“ კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდებიან. ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით ათი დღის განავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დააკვირდნენ და გადაწყვეყილება ამის შემდეგ მიიღონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.