„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, კახა კოჟორიძე და ლევან სამუშიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 6 მარტს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით, განცხადება შეიტანეს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. აღნიშნულ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.
ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს“ პატივისცემას უდასტურებს.
„ქართული ოცნება“ 6 მარტს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი“.
ქალაქ თელავში, გოშაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - მოკლულია ერთი ოჯახის სამი წევრი. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
„თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად“, - განაცხადა „ლეიბორისტული პატიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
„უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
„ლელო საქართველოსთვის“ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძეს თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.