საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მას აქვს თავისი ფორმატი, რა და როგორ გაკეთდეს. შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, რომ ექიმმა ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს მათი საქმეა და მჯერა, რომ პირნათლად შეასრულებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას.
პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, აღმოსავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და ბრიგადის მეთაურებმა უმასპინძლეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - განაცხადა მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა გადაცემა „იმედის ფაქტორში“, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტირებისას.
საქართველოს საპატრიარქო გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, რასაც არც მალავენ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.