თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.
ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ, მელიას გირაოს გადახდაზე უარი რომ არ ეთქვა, ვერავინ დააპატიმრებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პავილიონისი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მან საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა და მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ შეზღუდვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით დაკეტილი ოკუპაციის მუზეუმი დღეს სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიხსნა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი ამ წუთში არ უნდა იყოს განხილული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს, „ქართული ოცნება“ კი მოლაპარაკებისთვის ღიაა, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება და პრემიერის განცხადებაც ამისკენ იყო მიმართული.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.