საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-უშგულის (კმ171-კმ186) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა სკოლის 49 777 პედადგოგს და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია, 20 000-მდე გამოკვლეული ტაქსის მძღოლიდან დაახლოებით 0,5 პროცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0,4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში 0.2 მეათედი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს“ მისი დაჭერი თავი არ აქვთ და მას იმიტომ ვერ დაიჭერენ, რომ „არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2020 წლის დეკემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 195.6 ლარი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოვლინდა.
15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 57, იმერეთში - 31, კახეთში - 17. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი „ფეისბუქზე“ წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გამართლება ამბოხების წაქეზებაში იმის შემხსენებელია, რომ „დემოკრატია მყიფეა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.