გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე იგი პასუხისმგებლობას იღებს.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ ყრილობაზე არ დააყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე.
ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს, ცხადია, თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ცოტა პარადოქსული სიტუაცია არის, რადგან ნიკა მელიას განცხადება პარლამენტში მაგიდაზე დევს და იმუნიტეტის მოხსნა, ერთმანეთთან გაუგებარია, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა.
რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქით ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს. რამდენად მომგებიანია კასრების საქმის ფიგურანტის გამოყენება ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, დავინახავთ, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე აქვეყნებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს დისკუსია ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები. ბოკერიას თქმით, პარტიაში ცვლილებები და გადაწყვეტილებები ნებისმიერს შეიძლება შეეხოს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ ის საკუთარ ბლოგზე წერს. მას აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა მომავალ თაობას დაუთმონ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება და ამ საკითხზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა.
წელიწადზე მეტია, უკვე ეს კითხვები ისმის, როდის მიდიხართ? დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით, ჯერ მოვდივარ ხომ ხედავთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ კომენტირებისას და აღნიშნა, რომ გუნდიდან სრულ მხარდაჭერას გრძნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.