დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-ერთი. განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში, –განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მეფის მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში, რა დროსაც შეხვედრა გამართა ფილიპე მეექვსესთან.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. წერს ვენეციის კომისია Twitter-ზე.
ჩრდილოეთ იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად, მიიაგის პრეფექტურაში, ტოჰოკუს ავტომაგისტრალზე 130 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-მა დაზიანება მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი განგრენად იქცა და ისინი მოსაშორებელი არიან.
თურქეთში მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.