საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. დაუშვებელია იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.
ძალიან დადებითი ნიშანია, რომ პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამონახონ გამოსავალი. ვფიქრობ, უკიდურესად დადებითი ფაქტია, რომ თავად მუშაობენ ამაზე, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.
„ლელო საქართველოსთვის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, საერთო ოპოზიციურ ფორმატში მსჯელობენ ე.წ. ჯაჭვის გაკეთებაზე სოციალური დისტანციით.
ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“ ერთად უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 429 ადამიანი, - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცამეტე სხდომა გამართა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ ვინმე შეეცდება პარლამენტის შეკრებასა და ამუშავებას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.