საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0102 პუნქტით გამყარდა.
კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიასადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა, –წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე.
ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში, მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უცხადებს ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან გაყალბების კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.
სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.
დღეს ყველაზე ხმამაღალი აქციაა, რადგან ჩვენი მდუმარებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მძიმე ვითარებაში იმყოფება ქვეყანა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.