თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ. მათ ამისთვის ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ.
კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 1202, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.
მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს, – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს ეხმაურება.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს რეალობის უარყოფა არ გამოუვა, არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარის თქმა კი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.