ბოლო 24 საათში ქვეყანაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექცია 4000-მდე სამედიცინო პერსონალი დაავადდა,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
არჩევნები მე მოვიგე, – წერს აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც, – განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გაუფასურდა.
სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, – წერს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი „ფეისბუქზე“.
ევროპაში კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, ერთი კვირის განმავლობაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, – ნათქვამია „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.