მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება... ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე? ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, რომ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას ერთ-ერთი მხარდამჭერის თხოვნის - „ჩამოდით ბატონო მიხეილ, სხვანაირად შედეგს ვერ მივაღწევთ“ - საპასუხოდ.

სრულად...

„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, ეს პირველი განცხადებაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას აღიარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ აშშ-ის 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Facebook-ის გვერდზე თავისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ყალბი ახალი ამბების ტელევიზიები არ აჩვენებენ ამ მასობრივ შეკრებებს“.

სრულად...

კარგახანს ვყოყმანობდი, დამეწერა ეს სტატუსი თუ არა, მაგრამ გოგელიას გადაცემას და მასთან მოსაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურე და გადავწყვიტე მაინც დავწერ-მეთქი. გინებას, გაკიცხვას, მუქარას თითქმის 30 წელი იქნება, მიჩვეული ვარ. ასე რომ იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. ეს ისე, უბრალოდ რომ იცოდეთ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომრის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არ უნდათ გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა.

სრულად...

15 ნოემბრის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის განხორციელების სახელშეკრულებო ღირებულებაა 3 934 898 (სამი მილიონ ცხრაას ოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი