პირველ შეხვედრაზე არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ და იმედი გამოხატა, რომ პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო უახლოეს საათებში ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.
რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში უახლოეს პერიოდში შესაძლო ინიცირების შესახებ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0051 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანძარს, რომელიც ახლა ლოკალიზებულია, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდინარე კვირას მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს ხვდებიან.
ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.