„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგ ტელევიზიით პირველად გამოჩნდა და „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კვლავ დაადასტურა ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობა.
სახელმწიფო მდვინის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის ვარაუდით, სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტი პირველ რიგში ყარაბაღს უკავშირდება, თუმცა, ადგილობრივი, დაძაბული პოლიტიკის გათვალისწინებით, კრამერი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს, მაიკ პომპეოს ეს ვიზიტიც შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს. შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს. ეს ბარათი სააკაშვილმაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების, UWW-ს ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად, სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება.
14 წლის ლუკა კოპალიანი სამართალდამცველებმა იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხედავთ რომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებლები, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობა 3 ათას გადასცდეს, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის, ეკატერინე მოდებაძის ინფორმაციით, სრულად შეაჯამა 122 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები. მისივე თქმით, სამგორის საოლქო კომისიის ორმა წევრმა შემაჯამებელ ოქმზე ხელი არ მოაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0323 პუნქტით გამყარდა.
ოფიციალური ერევნისა და ბაქოს თხოვნით საქართველომ რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა, - განუცხადა „ეხო კავკაზას“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.