საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0122 პუნქტით გამყარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლომდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, რომელმაც აღნიშნული საჩივარი განმხილველ დიდუბის საარჩევნო კომისიას არ გადაუგზავნა. ეს ქმედება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვალა, რის შემდეგაც საქმემ საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.
2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
გერმანიის საელჩო საქართველოში „ფეისბუქის“ გვერდზე ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ავრცელებს, სადაც ელჩი მიესალმება იმას, რომ „ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან“.
მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებას, რომელიც საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად, – ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მოულოდნელი განცხადების გავრცელების შემდეგ „ფეისბუქზე“ დამატებით განმარტებას აქვეყნებს.
„ჩემი პოზიცია თანამოაზრეების მსგავსად ურყევია. უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგად მონიჭებულ მანდატებზე! ასევე უცვლელი რჩება ჩვენი სტრატეგია - ხალხთან ერთად მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ!
თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც "ნიუპოსტი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.