საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
24 საათის განმავლობაში რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა: მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა შუშა აიღო, სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ომში დაკავებული ტერიტორიები რჩება აზერბიაჯანს; 11 დეკემბრამდე თავისუფლდება ყველა ის ტერიტორია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ეკავა სომხურ მხარეს. სტეფანაკერტი და მის ირგვლივ დარჩენილი მცრე ტერიტორია გადადის სომხეთის დე ფაქტო და სამომავლოდ, სავარაუდოა, რომ დე იურე კონტროლის ქვეშაც კი, რომელსაც რუსული სამშვიდობო ძალები დაიცავენ, ხოლო აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თურქული ძალები შევლენ.
ნეტავ, გუშინ არ გამღვიძებოდა, – წერს „ფეისბუქზე“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანესიანი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია, – განუცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
„პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არა შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი ფორმით“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ბარიერგადალახულ ახალ პარტიებს ახალი გაერთიანების ორგანიზებისკენ და მშვიდობიანი საპროტესტო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ხელმოწერილი შეთანხება „ისტორიული მნიშვნელობისაა“ და ეს სომხეთის „კაპიტულაციას“ ნიშნავს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას „წარმოუდგენლად მტკივნეული“ უწოდა, როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.