სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას“.

სრულად...

„დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა“, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად...

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ წაგვართვან, რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა, – განაცხადა ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

სრულად...

„არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელ „თვითერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას. მან თქვა, რომ ახლა „დროა შერიგების“. ბაიდენმა პენსილვანიასა და ნევადაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მიიღო, რამაც მისი პრეზიდენტად არჩევა უზრუნველყო, თუმცა მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობას არ აპირებს. მას ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინა განცხადებებიდან მკაფიოა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები „გაყალბდა“.

სრულად...

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. 

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარდაიცვალა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე.

სრულად...

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი