დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს, დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება, – წერს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, სამართალდამცველები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.
„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, აცხადებს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, შედეგების შეყვანა და დამუშავება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ მონაცემები საბოლოო და ოფიციალური არ არის. რაც შეეხება შეცდომებს, ჟვანია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტექნიკური და მექანიკური შეცდომები ყველა არჩევნებზე ხდება. ამასთან, ზოგიერთი ოქმი, შეიძლება, არასწორადაც იყოს შევსებული, მაგრამ ისინი გადაიხედება.
პოლონეთის საგარეო უწყება აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების სწრაფად და ეფექტიანად ორგანიზებასთან დაკავშირებით შეცვლილი საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე და „მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე“.
საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი და ვაქცინის მარაგი მთელი კვირის განმავლობაში შეივსება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.