არსებობს უბნების გადათვლის მზაობა მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული წევრები, - ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების რვა პროცენტის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი, რის გამოც უბნების შედეგების ხელახალ დათვლას ითხოვენ.
სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა? – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა.
სამშენებლო კომპანიები, ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული საცხოვრებელი სახლების მოსახლეობასთან, მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.
7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და მილიონობით მხარდამჭერს და განაცხადა, რომ „დიდი გამარჯვება“ მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.