ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

ფლორიდის შტატში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კოლეგიაში ხმების რაოდენობის გასაზრდელად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ხმა ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლორიდამ წინა არჩევნებზე ტრამპი აირჩია, მაგრამ ორჯერ მისცა ხმა ბარაქ ობამას.

სრულად...

დღეიდან პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, სავალდებულო ხდება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 31-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 192 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 114. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

სრულად...

ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

სრულად...

ოპოზიციის რომელ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს; ერთობა რომ ჰქონდეთ და ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ, ეგენი გავიდოდნენ 21-ში არჩევნებზე და ნახევარ პარლამენტს აიღებდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ ერთობა და ეს ხალხმაც იცის, თვითონაც კარგად იციან, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

სრულად...

ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება. რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება.

სრულად...

დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

სრულად...

გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი