ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 125 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა.
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ყიფშიძის ქუჩა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ახალი გზით დაუკავშირდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება „პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ“ და აცხადებს, რომ „ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.