საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.
„ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტების. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც,“ - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას მიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0039 პუნქტით გამყარდა.
წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.
ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.