მღვდელ-მონაზონმა კირიონმა ქართული არხის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მან ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პრემიერობის დროს დეტალურად დაინტერესდა დავით გარეჯის თემით.
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.
აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გარეჯი სააკაშვილმა „სოკარს“ მიჰყიდა, - ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი კაკაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ზუგდიდის რესტორანში ვანო მერაბიშვილს ქართული მარშის წარმომადგენელი გიორგი გაბედავა დაუპირისპირდა, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა რესტორანი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.