„ლეიბორისტული პარტია“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შაბათს, 26 სექტემბერს დაასახელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნინოწმინდის და ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად მელიქ რაისიანი წარადგინა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-მ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გაუფასურდა.
მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც გვექნება კითხვები, ასევე დავაზუსტებთ, ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში გიგა ბოკერიასთან ერთად აქტიურად ჩართული თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ივანიშვილის კარიკატურას“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ახლა რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებების დამსახურებით წარმატებას მიაღწიოს, თვითონ გადაბრუნდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, კიევში, დაიძინებს და „იგულავებს“.
ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების სხვა შემთხვევები კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.