საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით, დილის 6-იდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.
საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული, - განაცხადა ტყიბულში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე.
“ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ", განაცხადა “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ 25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს “მარშალის გეგმას” განახორციელებენ.
თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულთან დაკავშირებით ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა იმართება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.