„რიო 2016“-ის ბოლო დღეს, საშეჯიბრო დღე წარმატებულად გახსნა თავისუფალი სტილით 65 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილმა. მერვედფინალურ შეხვედრაში იაკობაშვილმა ნიგერიელი ამას დანიელი 2:1 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილმა რიო 2016-ის ოლიმპიადაზე ამერიკის ნაკრების წევრის ტერველ დლაგნევის დამარცხება შეძლო და იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილმა რიო 2016-ის ოლიმპიადაზე კანადელი მეტოქის, 29 წლის ქორი ჯარვიზის დამარცხება შეძლო და იგი ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს. მან კანადელი მოჭიდავე 9:2 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილი რიო 2016-ის 1/4 ფინალში ირანელ კომელ გასემისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ცრიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალშია.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ორთაბრძოლა გამართა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.
უზომო სიხარულს ვგრძნობ, კარიერაში უმაღლეს მწვერვალს რომ მივაღწიე და ჩემი ქვეყნის და გულშემატკივრის გახარება შევძელი, - განაცხადა მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.
თავისუფალი სტილით 57 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „რიო 2016“-ის ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩისთან გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
თავისუფალი სტილით 57 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „რიო 2016“-ის ფინალში გავიდა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალურ შეხვედრას 00:30 წუთზე გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.