„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ესპანეთის მოულოდნელი დამარცხება ქართველების მიერ ამხანაგურ მატჩში – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული "გარდიანი". გამოცემა წერს, რომ ევროპის ჩემპიონებმა იმ გუნდთან განიცადეს მოულოდნელი დამარცხება, რომელიც მსოფლიოში 137–ე ადგილზე არიან.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ესპანელები მადრიდში 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-40-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდებით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელი მიკლოშ კირჟენიკსი იპონით 36 წამში დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა. პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ქართველმა სპორტსმენმა თავიდან მეტოქეს ვაზარი მისცა, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.
23 აპრილს, ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობა 27 წლის ლიპარტელიანმა უკვე მესამედ მოიგო.
ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მარგველაშვილმა ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) რიოს ლიცენზი მოიპოვა, რაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებითვის რიო 2016-ის პირველი ლიცენზიაა. ბოლქვაძემ რიოს საგზური ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დაისაკუთრა.
სფფ-ს განცხადებით, უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონში კლუბები ლიცენზირების გარეშე ვეღარ ითამაშებენ.
ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ, ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, - ეს განცხადება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საქართველო-რუმინეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.