თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვსა და რუმინელ ივან გიდეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქართველმა მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „რიო 2016-ზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ხინჩეგაშვილმა მერვედფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.
„რიო 2016“-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტის ფინალში ზაზა ნადირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.
რიო 2016-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ზაზა ნადირაძე, საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით გადალახვისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინათ ფინალში გავიდა.
რიო 2016-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ზაზა ნადირაძემ საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებით გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში ქართველმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან აკვრაში 215 კილოგრამი დააფიქსირა, რაც არსებულ მსოფლიო რეკორდზე 1 კილოგრამით მეტია.
შმაგი ბოლქვაძე რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორია! ბერძნულ/რომაული სტილით 66 კგ-ში მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იაპონელი ტომოჰირო ინოე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალშია. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი ომიდ ნოროზი 2:0 დაამარცხა.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა იაპონელ მეტოქესთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რიუნოშუკე ჰაგასთან შეხვედრა ერთი შიდოთი წააგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.