აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის განცხადებას, ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ „საზიზღარი“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კალიფორნიაში, სანტა კლარიტას სკოლაში განხოციელებული სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი სამს შეადგენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებაც 51.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, სერიოზულად ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას „დემოკრატიული პარტიიდან“. ნიუ იორკის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ „დემოკრატებიდან“ წარმოდგენილი ახლანდელი კანდიდატები ვერ არიან იმდენად მძლავრნი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი დაამარცხონ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კონკურენტი ბეტო ო'რურკი მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ მასხრად აიგდო და განაცხადა, რომ „ის ძაღლივით წავიდა“.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან წარმომადგენელთა პალატის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. „ჩვენ მზად ვართ იმპიჩმენტისთვის“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა „Fox News“-თან ინტერვიუში, როგორც ამას გამოცემა „THE HILL“-ი წერს, და დაამატა, რომ ტრამპს „არაფერი არამართებული არ გაუკეთებია“.
Twitter-მა გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს და აღნიშნა, რომ ამგვარ გზავნილებზე წვდომა „არა ყიდვით, არამედ დამსახურებით უნდა იყოს მიღწეული“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის „დიდი შვიდეულის“ სამიტის თავის ფლორიდის გოლფის დასასვენებელ ცენტრში მასპინძლობის იდეაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მისმა აღნიშნულმა წინადადებამ აშშ–ის კონგრესში წარმოდგენილ ორივე პარტიაში – „დემოკრატებშიც“ და რესპუბლიკელებშიც“ – ცხარე კრიტიკა გამოიწვია.
სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება 2016 წელს სოციალური მედიის საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოულოდნელი და გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის თაობაზე, რამაც მაშინდელი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის გაბრაზება და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია - თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.