გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაეწყო კანკალი ბერლინში ცერემონიისას - 8 დღის შემდეგ, ანალოგიური შემთხვევიდან. ვიდეოში ჩანს, რომ 64 წლის მერკელს ხელები მაგრად აქვს ერთმანეთთან ჩაჭიდებული, ხოლო მისი სხეული კანკალს აქვს აყვანილი. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ, იგი უფრო მტკიცედ გამოიყურება და ხელს ართმევს თავის იუსტიციის მინისტრს.

სრულად...

ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. აღნიშნული ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, ფარული კენჭისყრისას „ტორების“ დეპუტატთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა მოიპოვა. მან 114 ხმა მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყველაზე მთავარმა კონკურენტმა, ჯერემი ჰანტმა, რომელიც 43 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოვი კი მესამე ადგილზეა - 37 ხმით. 10-დან სამი კანდიდატი - მარკ ჰარპერი, ანდრეა ლიდსომი და ისტერ მაკვეი საერთოდ გამოეთიშნენ პროცესს, რის გამოც მომავალ კვირას უკვე 7 კანდიდატი განაგრძობს მეორე და შემდგომ რაუნდებში პარტიის ლიდერობისათვის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრობისათვის ბრძოლას.

სრულად...

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ბოლო ვადად ივლისის ბოლო განუსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოს არჩევანი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვას შორის.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, ბრიტანეთს „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება“ ექნება შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც იგი ევროკავშირს დატოვებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დიდ ბრიტანეთში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ჩავიდნენ. „ბორტი ნომერი ერთი“ სტანსტედის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 სთ) დაეშვა.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს, თუკი ის ვერ შეძლებს იმ პირობების დაკმაყოფილებას, რომელიც მას სურს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

სრულად...

ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე, უნდობლობის კენჭისყრისას, კანცლერ სებასტიან კურცის და მისი მთავრობის ძალაუფლების სადავებიიდან ჩამოცილებას მხარი დაუჭირა.

სრულად...

დიდმა ცენტრისტულმა-მემარჯვენე და ცენტრისტულმა-მემარცხენე ბლოკებმა ევროპულ პარლამენტში თავიანთი ერთობლივი უმრავლესობა დაკარგეს „ლიბერალების“, „მწვანეების“ და „ნაციონალისტების“ მზარდი მხარდაჭერის პირობებში.

სრულად...

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრემიერ მინისტრის თანამდებობასაც მალე დაემშვიდობება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი