უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.

სრულად...

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს გასაკვირ მეტოქეობას კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი უწევს. ორივე კანდიდატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საარჩევნო კამპანიისას პრო-დასავლური შეხედულებები გამოხატა და არც ერთი პრო-რუსული კანდიდატი არ არის ისეთი, რომელსაც სერიოზული წარმატების მოპოვების შესაძლებლობა შეიძლება გააჩნდეს.

სრულად...

პოლიციამ 37 წლის თურქი მამაკაცი გოქმენ ტანისი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად სამი ადამიანი იქნა მოკლული, ხუთმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.

სრულად...

სამი ადამიანია მოკლული ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად, დაშავებულია 9 ადამიანი, იტყობინება BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით.  პოლიცია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მომხდარი „ტერორისტული აქტი“ იყოს, 37 წლის თურქ მამაკაცს, გოქმან ტანისს ეძებს და აფრთხილებს მოსახლეობას, არ მუახლოვდნენ მას.

 

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ ხუთშაბათს კენჭი უნდა უყაროს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას. თემთა პალატაში დებატების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგით დეპუტატებმა მთავრობა განცვიფრებული დატოვეს. „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ ხმა 312-მა კანონმდებელმა მისცა, მომხრე კი 308 აღმოჩნდა.

 

სრულად...

ბრიტანელმა კანონმდებლებმა სამშაბათ საღამოს კიდევ ერთხელ უთხრეს უარი პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთანხმებას, რითაც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანეს ბრიტანეთი და ახლა პარლამენტმა რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს დაუჭერს თუ არა მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის წინადადებას თუ ბლოკიდან 29 მარტისთვის დაგეგმილი გასვლის გადადებას მიემხრობა.

სრულად...

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ინტერნეტში ყალბი ინფორმაციების დაბლოკვის და მათი გავრცელებისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ. დოკუმენტი გასულ წელს დუმაში სენატორმა ანდრეი კლიშასმა და პარლამენტარების ჯგუფმა შეიტანა.

სრულად...

ტერეზა მეიმ პირობა მისცა დეპუტატებს, „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, თუკი ისინი უარს იტყვიან შემდეგ თვეში, 12 მარტს, თემთა პალატაში მის მიერ ბრიუსელთან მიღწეული „ბრექსიტის“ არსებული შეთანხმების მხარდაჭერაზე.

სრულად...

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ შეერთებული შტატების იმ სამხედრო ობიექტების რუკა წარმოადგინა, რომელიც ბირთვული თავდასხმისას შესაძლოა მოსკოვის სამიზნე იყოს. რეპორტაჟში, რომელიც რუსული ტელევიზიის ჩვეულ აგრესიულ სტანდარტებსაც კი უჩვეულოდ აღემატებოდა, ნათქვამია, რომ რუსეთის განვითარების ქვეშ მყოფ ჰიპერბგერით რაკეტებს აშშ-ის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა 5 წუთზე ნაკლებ დროში ექნებათ.

სრულად...

სანკტ-პეტერბურგში 68 წლის ასაკში პოპულარული რუსი მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ზახაროვი გარდაიცვალა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი