საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების უმეტესობა დათვლილია და ხმების 39.85% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია „სირიზას“ 31.53%.
საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგნოზით ხმების 39.7% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ 31.5%.
„დოიჩე ბანკმა“ 20 000-ამდე სამუშაო ადგილი შეიძლება შეამციროს, რადგან კომპანია გლობალური რესტრუქტურიზაციის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ადგილების შემცირებას უმეტესად ლონდონსა და Wall Street-ზე მოელიან.
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ბელგრადში სერბეთის საპატრიარქოში შეიარაღებულმა მამაკაცმა საპატრიარქოს ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანა. მამაკაცმა მძევლების გათვისუფლების სანაცვლოდ პოლიციას დიდი რაოდენობით თანხა მოსთხოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შეჩერების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უელსში რკინიგზის ორი თანამშრომელი მატარებელმა გაიტანა. ინციდენტი Talbot Parkway-სა და Bridgend-ს შორის მოხდა
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ თუ ვინ იქნება ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.