უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ ქვეყნის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეგზიტ პოლების მიხედვით, პრეზიდენტის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, მაგრამ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციური პარტნიორი დასჭირდება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერის შეპყრობით. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა გააფრთხილა ოფიციალური თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე, თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ხმათა მცირე უპირატესობით აირჩიეს.
ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მკაცრი ზომების მიღების მიზეზი, თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპიროზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარებაა.
ანგელა მერკელი დანიის პრემიერ მინისტრის ბერლინში ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე გერმანიის და დანიის ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს ფეხზე დგომის ნაცვლად, იჯდა. გავრცელებული ცნობით, ფედერალურმა კანცლერმა პროტოკოლის შეცვლა ითხოვა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ფინეთის პრემიერის, ანტი რინეს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე მას მესამედ აუტყდა კანკალი.
თურქეთმა რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვითი სისტემის პირველი პარტია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტვირთი პარასკევს დედაქალაქ ანკარაში, საჰაერო ბაზაზე იქნა მიტანილი.
ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს. Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორშაბათიდან ევროკავშირი დაფინანსებას შეუჩერებს ანკარას და მასთან კონტაქტს გაწყვეტს.
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე ოკეანარიუმში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ზვიგენების განყოფილებაში გაჩნდ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. „მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე არ გავაკეთებდი“, უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განიხილოს მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.