ასეულობით პოლიციის ოფიცერი ეძებს შეიარაღებულ მამაკაცს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სტრასბურგში მოკლულია სამი ადამიანი და დაჭრილია 12 სხვა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმების გადასარჩენად ევროპის ლიდერებს და ოფიციალურ პირებს ხვდება. იგი მოლაპარაკებებს მართავს ნიდერლანდების პრემიერ მინისტრ მარკ რუტესთან და გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელთან მას შემდეგ, რაც სამშაბათისთვის თემთა პალატაში დაგეგმილი „ბრექსიტის“ შეთანხმების კენჭისყრა გადაიდო.
დიდი ბრტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმების გადასარჩენად ევროპის ლიდერებს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
„გულწრფელად თქვით, თუკი მეორე რეფერენდუმი გინდათ, ეს შეიცავს რისკს ქვეყნის დაყოფის“, უთხრა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მის ოპონენტებს, მას შემდეგ რაც რამდენიმე საათის წინ სამშაბათს თემთა პალატაში დაგეგმილი „ბრექსიტის“ შეთანხმების დოკუმენტის უმნიშვნელოვანესის კენჭისყრა გააუქმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი სამშაბათს თემთა პალატაში „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს კენჭისყრას, რომელსაც „კატასტროფულ მარცხს“ უწინასწარმეტყველებდნენ, აუქმებს, იტყობინება BBC დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით.
ლუქსემბურგში, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება - “ბრექსიტი“ - ბლოკის სხვა 27 წევრის თანხმობის გარეშე. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა გაკეთდეს ბრიტანეთის წევრობის პირობების შეცვლის გარეშე.
სომხეთის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, წარსულში ჟურნალისტმა და მთავარმა რედაქტორმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ქვეყნის სათავეში აპრილის მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა, კვირას გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა.
საფრანგეთში 17 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რასაც არეულობები ახლავს თან, პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა პირობა დადო, რომ „აღადგენს ეროვნულ ერთიანობას“.
ექვსი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, მათგან 10 სერიოზულად, იტალიაში ღამის კლუბში მომხდარი ჭყლეტისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ, მას შემდეგ რაც დღეს 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ ანგელა მერკელმა პოსტი დატოვა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, მერკელის ფავორიტი კანდიდატი აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.