გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.
უკრაინელმა ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ ICTV-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა და დაეცა.
აშშ-ის სენატორის, ჯონ ბარასოს მოწოდება ამერიკული ფლოტისა და ნატოს გემების შავ ზღვაში გაგზავნის თაობაზე კონფლიქტის გამძაფრებას გამოიწვევს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი.
დიდი ბრიტანეთი „კონსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დადგება, თუკი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე სრულ ოფიციალურ დოკუმენტს არ გამოაქვეყნებს, გამაფრთხილებლად აცხადებს ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის კონფრონტაციაში ბრალი მოსკოვს დასდო. მან თქვა, რომ ეს „მთლიანად“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „ქმედება“ იყო და პირობა დადო, რომ პუტინთან ამ საკითხს წამოწევს.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან კონფრონტაციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაჟინებით მოუწოდა ნატოს აზოვის ზღვაში გემები გააგზავნოს. როგორც მან გერმანულ გაზეთ „ბილდს“ უთხრა, მას იმედი აქვს, რომ გემები შესაძლოა გადაადგილებული იქნენ, „უკრაინის დასახმარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილი „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას.
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ ორშაბათს ხმა მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე 60 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმის განხორციელების გეგმის შესახებ მიმდინარე წინასწარი გამოძიების ფარგლებში 6 ეჭვმიტანილი დააკავეს, იტყობინება „როიტერსი“ გამოძიებასთან დაახლოებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
იაპონელმა მფრინავმა, რომელიც ჰიტროუს აეროპორტში სიმთვრალის გამო დააკავეს, აღიარა, რომ დაშვებულ ნორმაზე 9-ჯერ მეტი ოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.