გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინი სირიის კონფლიქტის, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული არეულობების და ენერგეტიკის საკითხებზე დისკუსიისთვის ბერლინგარეთ მიიწვია. როგორც სპიკერმა განაცხადა, შეხვედრა მეზებერგის სასახლეში შედგება.
ესპანეთში სპორტისა და მუსიკის ფესტივალზე ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება შესაძლოა შეფასდეს, როგორც ეკონომიკური ომის გამოცხადება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კრონოცკის სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომლებთან შეხვედრისას.
ევროკავშირმა 6 რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება ეს კომპანიებია: „სტროიგაზმონტაჟ-მოსტი“, „ვად“-ი, ქარხანა „ზალივი“, „მოსტოტრესტი“ და ინსტიტუტი „გიპროსტროიმოსტი“.
ცნობილი სერბი ადვოკატი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ყოფილ ლიდერს, სლობოდან მილოშევიჩს იცავდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პარლამენტის წევრთა განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში ზაფხულობით ამჟამად არსებული ცხელი კლიმატი 2040 წლისთვის ნორმად იქცევა.
ათენის ირგვლივ მდებარე ატიკას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. მაშველებმა 26 ზრდასრულისა და მოზარდის გვამებს მიაკვლიეს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ, სანამ ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ. ისინი ზღვიდან რამდენიმე მეტრში ცეცხლმა გამოკეტა და თავის დაღწევა ვეღარ მოახერხეს.
საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლს ასობით მეხანძრე ებრძვის. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი დაცვის უფროსს ბრალს პარიზში, May Day-ზე პროტესტანტის ცემაში სდებენ.
ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკის, „ავანგარდის“ კომპლექსის განვითარება, რომელიც რუსეთის თავდაცვითი უსაფრთხოების განმტკიცების ნაწილია, დასრულებულია, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.