ბრაზილიამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ტყის გადაწვა აკრძალა. დაწესებული აკრძალვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ შემოთავაზებულ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მას ბოდიშს მოუხდის.
ბრაზილიის მთავრობამ „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების მიერ ამაზონის ტყეების ხანძრის ჩასაქრობად შეთავაზებულ 22 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი „საერთაშორისო კრიზისია“ და ამ საკითხს დიდი შვიდეულის სამიტზე დღის წესრიგში დააყენებს.
ელექტროსისტემის მასობრივმა დაზიანებამ მთელი არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იტყობინება BBC არგენტინის მთავარ ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე, „ედესურზე“ დაყრდნობით. შუქი ასევე არ მიეწოდება ბრაზილიის და პარაგვაის ზოგიერთ ნაწილს.
პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 69 წლის ალან გარსია საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, 69 წლის ალან გარსიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში შემდგომი თანამდებობის დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალება - მაქსიმალური ვადით, რის საშუალებასაც კანონი იძლევა - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო კონტროლიორმა.
სულ მცირე 7 მოსწავლეა მოკლული ბრაზილიის შტატ სან პაულუს ქალაქ სუზანოში, პროფესორ რაულ ბრაზილის სახელმწიფო სკოლაში განხორციელებული სროლებისას, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით. დაღუპულია ასევე ერთი ზრდასრული ადამიანი და დაჭრილია 10 სხვა ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.