მსოფლიო

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს გასაკვირ მეტოქეობას კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი უწევს. ორივე კანდიდატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საარჩევნო კამპანიისას პრო-დასავლური შეხედულებები გამოხატა და არც ერთი პრო-რუსული კანდიდატი არ არის ისეთი, რომელსაც სერიოზული წარმატების მოპოვების შესაძლებლობა შეიძლება გააჩნდეს.

სრულად...

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში შემდგომი თანამდებობის დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალება - მაქსიმალური ვადით, რის საშუალებასაც კანონი იძლევა - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო კონტროლიორმა.

სრულად...

აფრენიდან მალევე ავარიული დაშვება განახორციელა Boeing 737 Max-მა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, განაცხადა ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ.

სრულად...

ალჟირში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის არმიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მოსთხოვა გამოაცხადოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია მართვა.

სრულად...

დონალდ ტრამპი დაჟინებით ცდილობს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირების - აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების - შესრულებას და იქიდან გამომდინარე, რომ „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მას ამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა, მას ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საკითხის კონგრესის გვერდის ავლით გადაწყვეტა მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ კედლის მშენებლობა სამხედრო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სრულად...

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულ გარიგებაში რუსეთთან. ანგარიშში არ არის დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ტრამპმა ხელი არაკანონიერად მართლმსაჯულებას - ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო პრეზიდენტი.

სრულად...

100-ზე მეტი ადამიანია მოკლული ცენტრალურ მალიში სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქვეყნის მოპტის რეგიონში მდებარე სოფელი ოგოსაგოუ ალყაში მოაქციეს ვიდრე თავიანთ სახლებში მყოფ ადამიანებს თავს დაესხმებოდნენ.

სრულად...

შეერთებული შტატების მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 5-წლიანი „ხალიფატი“ დასრულებულია მას შემდეგ, რაც სირიაში აღნიშნული დაჯგუფების მებრძოლები დამარცხდნენ.

სრულად...

ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვის შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ბორანზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი